Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა ღირს სახლის მშენებლობა თბილისსა და მის შემოგარენში?
ambebi.ge
22 September 2017, 17:20
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
რა ჯდება ჩვენს პირობებში კერძო სახლის მშენებლობა და რა სჯობს - აშენება თუ აშენებულის ყიდვა? - ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს. კომპანია "ეი ჯი ეს ჯგუფის" დამფუძნებელი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი - შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელი კარგად უნდა დაფიქრდეს.

"ადამიანის არჩევანს მისი გემოვნება და ცხოვრების სტილი განსაზღვრავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მისი მატერიალური და სოციალური მდგომარეობაა. ერთი შეხედვით, კერძო სახლის აშენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა საკითხი ასე დგას: ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ უბნებში კერძო სახლისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები ძალიან ძვირი ღირს. ვაკეში მაგალითად, თითქმის არ არის დარჩენილი კერძო სახლისთვის შესაფერისი ადგილები. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს და გარეუბნებს, იქ არის მიწის ნაკვეთები, რომლის შეძენაც იაფად შეიძლება. თუ გამოცდილ კომპანიას დაიქირავებთ, შეძლებთ მისაღებ ფასად ნორმალური სახლი, ან აგარაკი აიშენოთ", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

ექსპერტის თქმით, პოტენციურმა დამკვეთმა ჯერ მიწის შეძენაზე უნდა იზრუნოს, რომლის ფასი ქალაქის სხვადასხვა უბანში განსხვავებულია.

"თუ გლდანში, ან Advertisement მუხიანში შეიძენთ მიწის ნაკვეთს, უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დიღომში, სადაც 1 კვ. მეტრი მიწის ფასი ზოგჯერ 80-100 დოლარსაც აჭარბებს, ხოლო გლდანის, მუხიანის, ფონიჭალის დასახლებისკენ, ან ჯიქიას ქუჩის ბოლოში 1 კვ.მ. მიწა შეიძლება 40-50 დოლარადაც შეიძინოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომელ კომპანიას მიანდობს კლიენტი ამ სამუშაოს, თორემ შეიძლება თქვენი სახლი ისეთი ბრიგადის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც უხარისხოდ აშენებს და სამშენებლო მასალის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას. ჩვენთან არის მენაშენეთა ჯგუფები, რომლებიც სიიაფეს სწორედ ხარისხის ხარჯზე აღწევენ. მასალის ეკონომიის გამო კი შენობა შეიძლება დაიბზაროს, ან დანესტიანდეს. ნორმალური, კარგი ხარისხის და მოცულობის სახლი საშუალოდ 40-50 ათასი დოლარის ექვივალენტი მაინც ჯდება ლარში.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი